Wednesday, March 20, 2013


 პროექტი


ექსპერიმენტები  ფოტოგრაფიაში

კლასი IX
ბავშვთა  რაოდენობა 5
მასწავლებელი ქ. დავითური.                           
პროექტის მიზნები:
მხატვრული ფოტოგრაფიის  თავისებურებებზე მსჯელობისა  და მხატვრობასთან  შედარების  კრიტიკული  აზროვნებისა და  საკუთარი  მოსა-
ზრებების დასაბუთების,  შემოქმედობითობის  საკომუნიკაციო  უნარ-ჩვევების  განვითარება.
პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:
სახელმძღვანელო,  ვიზუალური  მასალა, ფორმატი,  ფანქარი, ფლომასტერები,  მოსწავლეთა  მიერ მოძიებული  ან დამოუკიდებლად  გადაღებული ფოტო  და  ვიდეო მასალა.
ვადები-ხანგრძლივობა:
1 თვე
მოსალოფნელი  შედეგები:
ატარებს ექსპერიმენტებს  შერჩეულ  სფეროში(მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფიია, ვიდეომასალა და ა.შ.) მოძიებული იმფორმაციის  საფუძველზე.
იყენებს სხვადასხვა  კულტურისა და პერიოდის   სემოქმედთა  ნაწარმოებებს  სა-უთარი  ჩანაფიქრის  განსახორციელებლად.
ირჩევს თემსა,საკუთარი ემოციებისა  შთაბეჭდილების  საფუძველზე  და ასახავს  ნამუშევარში.                                                                                                                                                                   კონკრეტული  ნიმუშების  მაგალითზე  მსჯელობს  მსგავსება-განსხვავებაზე,რომელიც  არსებობს  სხვადასხვა  პერიოდის  ხელოვნებაში  (ძველი, ახალი და თანამედროვე)
მოსწავლეთა  ორგანიზების ფორმა:
ჯგუფური და ინდივიდუალური.
უნარ-ჩვევები.
ამ პროექტზერ მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური  აზროვნების, სინთეზური აზროვნების შემოქმედებითი კრიტიკული  აზროვნების  უნარ-ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობსა  და სხვადასხვა კო-   მპიუტერულ  პროგრამებს
აქტივობა   1                                                         
მასწ. ურჩევს მოსწავლეებს  ვიზუალურ  მასალას, რაც წარმოდგენილია  როგორც მხატვრების, ასევე მხატვრული  ფოტოგრაფიის  ნიმუშებით.  და სთავაზობს მათ  გაუზიარონ  მათ ერთმანეთს შტაბეჭდილებები. ისაუბრონ რა თემაზეა შექმნილი  თითოეული  მათგანი,და რა სიუჟეტიაგადმოცემული.                                                    მოსწავლეები იხსენებენ როდის დაიბადა  ფოტოგრაფია,  და რომელი მიმდინარეობის  მხატვრები  დაინტერესდენ  პირველად  ფოტოგრაფიის  მიღწევებით  და რატომ?                                                                                                                                   მასწ. სთავაზობს მოსწავლეებს,  რომლებიც მხარს უჭერენ მხატვრული ფოტოგრაფიის  ხელოვნების  დარგად აღიარებას,  სცადონ იმ გამომსახველობითი  ხერხების აღნიშვნა რომელიც მნიშვნელოვანია  როგორც  მხატვრებისთვის  ისე მხატვრულ  ფოტოგრაფიაში მიღწევებისათვის.  გაკვეთილზე მიღებული  შთაბეჭდილების  საფუძველზე მოსწავლეები                                                                               აღნიშნავენ  კომპოზიციას, პერსპექტივას,  შუქ-ჩრდილს,  კოლორიტს,      ხედვის  წერტილს და სხვა.  ასახელებენ  ჟანრებს         რომლებიც ფოტოგრაფიის  წარმომადგენლებისთვისაა  საინტერესო(ფოტოპორტრეტი, ფოტონატურმორტი, ფოტოპეიზაჟი) მსჯელობის  პროცესში  მოსწავლეები  იყენებენ მათ ხელთ არსე-ბელ ფოტომასალას.                                                       
აქტივობა  2
მასწ, სთავაზობს მოსწავლეებს  შეადარონ სხვადასხვა  პერიოდში შექმნილი      ფოტოგრაფიის ნიმუშები და იმსჯელონ   მათ შორის  არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე.                                                                                                                                         სიტყვა“ფოტოგრაფია“  ხიშნავს „სინათლით  წერას „  ფოტოკამერით  (ე.წ. კამერა    ობსკურა) პირველი ფოტოსურათები  გაკეთდა  XIX  საუკუნეში საფრანგეთში  ფოთოებს  მათი  გამომგონებლის   ლუი დაგერის  პატივსაცემად  დაგეროტიპები  ეწოდა.         


  აქტივობა   3
მასწ. სტავაზობს მოსწავლეებს  გადაიღონ  ფოტოპორტრეტები, ფოტოპეიზაჟები,  ფოტონატურმორტები.                                                                                                                                 გადაიღონ აგრეთვე ე.წ.  მომენტალური  კადრები,  სადაც ფოტოგრაფი  მოძრავ, ცოცხალ,ბუნებრივ სურათს  აფიქსირებს.                                                                                             შეგიძლიათ  მოსინჯოთ  თქვრენი  ძალები „კონცეფტუალურ“  ფოტოგრაფიაში   გადაიღოთ  სხვადასხვა  სურატი   ამოჭრათ მათგან დეტალები  და გააკეთოთ   ფოტოკოლაჟები                                                                                                                                          ამის შემდეგ  მოსწავლეები  გეგმავენ სამუშაო თანმიმდევრობას  დაინაწილებენ   ფუნქციებს.
ვადა-ხანგრძლივობა  
1 თვე
აქტივობა  1
მოსწავლეები  ჯგუფურად  განიხილავენ მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს და მსჯელობენ, ირჩევენ,მათი აზრით  განსაკუთრებით  საინტერესო  ნიმუშებს. ამის  შემდეგ  განათავსებენ ჯგუფის წევრების ფოტონამუშევრებს, ერთობლივად  შექმნილ ფოტოკოლაჟებს და ემზადებიან  პრეზენტაციისათვის.
აქტივობა   2
თითოეული  ჯგუფი  წარდგება ამხანაგების  წინაშე  საკუთარი  ნამუსევრებით. .გამოღქვამენ აზრს  მხატვრულ  ფოტოგრაფიასთან  დაკავშირებით_რამდენად     საინტერესოდ  მიაჩნიათ ეს სფერო,  რა თემები,  სიუჟეტები ან ტექნიკა უფრო  იტაცებს  მათ.
აქტივობა  3
ჯგუფური  პრეზენტაციის  დასრულების შემდეგ,  მოსწავლეები  აქტიურად ერთვებიან  ნამეშევრების  განხილვის  პროცესში. აღნიშნავენ  რომელი ჯგუფის  იდეები, მოსაზრებები უფრო  საინტერესო  იყო  მათთვის, რომელი მოსწავლეების  ნამუშევრები  გამოირჩეოდა  ორიგინალური  ხედვით, მასწ. სთავაზობს  მოსწავლეებს დაინტერესდნენ  მხატვრული  ფოტოგრაფიის  ნიმუშებით და ერთობლივად  შეიმუშავონ  კრიტერიუმები რომლებითაც შეაფასებენ მხატვრული ფოტოგრაფიის  იმ ნიმუშებს , რომლებიც  განსაკუთრებით   საინტერესო  აღმოჩნდა  მათთვის                                                                    გაკვეთილის  დასასრულს   მასწავლებელი  აჯამებს  მოსწავლეთა  მიერ   პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს და მადლობას უხდის მოსწავლეებს  საინტერესო  გაკვეთილისთვის.

No comments:

Post a Comment